|
მოცემული ვებ-გვერდის მთავარი მიზანია ფილმის ,,ერთიანი ევროპული ქრისტიანობა-სქიზმისგან განკურნვის დროა" შესახებ ინფორმაციის უზრუნველყოფა და გავრცელება. მოცემული ფილმის ძირითადი ამოცანაა, წვლილი შეიტანოს მართლმადიდებლურ-კათოლიკური ეკლესიის გამთლიანებასა და ცივილიზაციის უფრო დიდი ერთობისა და ქრისტიანულ სამყაროსთან (დაწყებული ევროპული ქრისტიანობიდან) ერთობის დამყარებაში. მოცემული ფილმი მიზნად ისახავს მორწმუნე ქრისტანული საზოგადოებისადმი მიმართვას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ,,ერთიანი ევროპული ქრისტიანობა-სქიზმისგან განკურნვის დროა" ფაქტობრივად ორი ნაწილისგან შემდგარი ერთი ფილმია, რადგან მასში ერთმანეთს ძალზე ამიჯნება ორი ცალ-ცალკე არსებული თემა. პირველი, ევროპული ქრისტიანობის თემა, უაღრესად მნიშვნელოვანია. მეორეს კი- ეკლესიის თემას კიდევ უფრო დიდი დატვირთვა გააჩნია. ფილმში მრავლად შეხვდებით წინააღმდეგობებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მიუდგეს ქრისტიან მორწმუნეთა საზოგადოება მოცემულ ორ საკითხს.
პირველ ნაწილში, მოდით დავარქვათ მას პირველი ფილმი, განხილულია ეკლესიის მე-5 საუკუნის სქიზმთან და, კერძოდ, ეკლესიის ,,დიდ სქიზმთან“ დაკავშირებული თეოლოგიური, ეკლეზიოლოგიური და სხვა საკითხები. მოცემული ,,დიდი სქიზმი“ თარიღდება 1054 წლით, თუმცა გაგრძელდა მე-9 საუკუნიდან მე-13 საუკუნის დასაწყისამდე და უფრო გვიანაც. ფილმში წარმოდგენილ ფაქტებზე დაყრდნობით და, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩავწვდეთ ღმერთის განზრახვებს ეკლესიასთან დაკავშირებით, მოცემული პოლემიკის მიმართ არასერიოზული მიდგომა დაუშვებელია. ასეთი ერთობისაკენ სწრაფვის ღვთის ცნების ყველა ქრისტიანისათვის საერთო გაგება, რომელიც უპირველეს ყოვლისა, აისახება მოცემულ ვებ-გვერდზე გამოსახულ ,,წმინდა წერილში“, იმაზე მეტყველებს, რომ კამათის აღმოფხვრა შესაძლებელია. თანამედროვე რეალობა, ისევე როგორც მოცემული სფეროების გამოჩენილი მოაზროვნეები და ეკლესიის უმაღლესი იერარქიის და პროგრამების დიალოგები, მიუთითებენ იმაზე, რომ შესაძლებელია ფაქტობრივი კონსოლიდაცია ტრადიციულ ეკლესიებს შორის, რომლებმაც შეინარჩუნეს საიდუმლოება - უწინარეს ყოვლისა, ევქარისტია, აპოსტოლიკური მემკვიდრეობითობა და ეკლესიის მსახურთა დადგენილი წესით მონაცვლეობა. მორწმუნეთა საზოგადოებებში ადამიანთა რიცხვის მზარდობის მიხედვით არსებობს შემდეგი დაყოფა: (1) ძველი აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ეკლესიები; (2) მართლმადიდებლური ეკლესიები, რომლებიც ემხრობიან კონსტანტინოპოლის პატრიარქს; და (3) კათოლიკური ეკლესია. მოცემულ ზოგადად შეთანხმებულ სიას ფილმის ავტორი ასევე დაუმატებდა მეოთხე ჯგუფს. მაშინ, როცა მოცემული ორივე მართლმადიდებლური ეკლესია და კათოლიკური ეკლესია ცდილობენ ოფიციალურად საქმე იქონიონ მოცემული ჯგუფის ეკლესიებთან,ისე, რომ ფაქტობრივად საქმე არ დაიჭირონ მათთან, და მართლაც უგულებელყოფენ მათ არსებობას, მოცემულ მეოთხე ჯგუფს შეიძლება მივაკუთვნოთ ბიზანტიურ-სლავური ლიტუირგიული ტრადიციის ის მართლმადიდებლური ეკლესიები, რომლებიც არ ემხრობიან კონსტანტინოპოლის პატრიარქს. მოცემულ ეკლეზიოლოგიურ არეულობაში არსებული ეკლესიების დიდი რიცხვიდან უდიდესს შეადგენს უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის საპატრიარქო.
მიუხედავად იმისა, რომ პროტესტანტებს ძალზე მნიშვნელოვანი როლი გააჩნიათ ქრისტიანული სამყაროსათვის, მოცემულ ფილმში განხილული არაა პროტესტანტობა და დასავლურ ეკლესიაში უთვალავი განშტოებების წარმოშობა, რომელიც მე-16 საუკუნიდან დაიწყო (თუმცა არსებობდა გარკვეული მცირე გამონაკლისები). მაგრამ ისინი შეადგენენ ,,მეორე" ფილმში წარმჩენილი თემის დიდ ნაწილს.
მეორე ფილმი მაყურებელს მოუწოდებს, ცივილურად შეაფასოს ის, თუ რა არის ქრისტიანობის გახლეჩის ფასი. ის ძირითადად მოიცავს სქიზმის შედეგების კვლევებს. ამასთანავე, ფილმი მაყურებელს მოუწოდებს, დაფიქრდეს იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიღიოს ქრისტიანობის, (დაწყებული ევროპის ქრისტიანობიდან) გახლეჩის გაგრძელებამ. როგორ ფიქრობთ, მივემართებით თუ არა სწორი მიმართულებით?
საბოლოო ჯამში, ექნება თუ არა ადგილი ეკლესიის მოცემულ ერთობას, დამოკიდებულია მორწმუნეთა საზოგადოებაზე. ეკლესიის იერარქებს გააჩნიათ საკუთარი როლი. ისინი არ არიან მზად ხელი მოაწერონ ერთობლივ დეკლარაციას ან აპოსტოლიკურ კონსტიტუციას ან სხვა რაიმე დოკუმენტს, რომლის მიზანია საზოგადოებისა და ერთობის აღდგენა, მაგრამ მოცემულისთვის მზადყოფნის გამოხატვის შემთხვევაშიც დეკლარაცია ძალაში ვერ შევა მორწმუნე ქრისტიანთა მხარდაჭერის გარეშე, მსგავსად იმისა, როგორც ეს მოხდა 1439 წელს... როდესაც ქრისტიანობის უდიდესი ეკლესია გახდა მექა.
|
|
|
,,გახლეჩა უდავოდ ეწინააღმდეგება ქრისტეს ნებას, სამყაროს დაბრკოლებას უქმნის და ავნებს ყოველი არსებისათვის ხარების უწყების უწმინდეს საქმეს... ქრისტეს რწმენა ნიშნავს ერთობის სურვილს; ერთობის სურვილი ნიშნავს ეკლესიის სურვილს; ეკლესიის სურვილი ნიშნავს ღვთის მადლის მქონე საზოგადოების სურვილს, რომელიც შეესაბამება მამის ჩანაფიქრს უკუნითი უკუნისამდე. ასეთია ქრისტეს ლოცვის მნიშვნელობა: 'Ut unum sint.'"
რომის პაპი იოანე პავლე მეორე, იმავე სახელწოდების ენციკლიკა, 1995
,,კედლები, რომლებიც გვყოფს, ზეცას ვერ ვარაუდობს“
კიევის მიტოპოლიტი |
|
|